1. პროექტის სახელი: სქემა და მარშრუტი.
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სიმბოლოების გამოყენებით შეძლებენ მარშრუტის შექმნას და გაარკვევენ რისთვის არის საჭირო სქემა.
3. პროექტის სრული აღწერა: ამ პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სოფლის, უბნის ან დასასვენებელი ადგილის აღწერა. სხვადასხვა რელიგიური, თუ კულტურული ღირშესანიშნაობების დაფიქსირება სქემაზე. სურათების გადაღება, ჩანახატების გაკეთება. უფროსებისგან ინფორმაციის მოძიება.
4. მონაწილეთა ასაკი: 8 – 9 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ზაფხულის 3 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, სქემების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: უფრო კარგად შეისწავლიან თავიანთ ადგილებს, მოხდება ფასეულობების გაძლიერება, განივითარებენ სქემაზე მითითებული მარშრუტის გამორჩევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან სიმბოლოების გამოყენებას მითითებული მარშრუტის აღსაწერად.
8. სარგებელი სხვებისთვის: გამოუმუშავდებათ საკუთარი ქვეყნის და კუთხის სიყვარული
და გაფრთხილების სურვილი.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფეფთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
ბუნება - ისწავლიან ობიექტების დასახელებას. მანძილის მაშტაბით გადატანას რუკაზე.
ხელოვნება - გააკეთებენ ალბომს.
კვლევა - ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება.
11. პროექტის ფასილიტატორი: მაია ცერცვაძე 111-ე საჯარო სკოლა დაწყებითების პედაგოგი.
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: maiacercvadze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий